|
დასახელება:
მხარდაჭერის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
FINA
|
|
გამოქვეყნდა: 28 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 28 ნოემბერი
|
კომპანია "FINA" აცხადებს ვაკანსიას მხარდაჭერის ჯგუფში მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ:
კომპანია "FINA" ერთ-ერთი წამყვანი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ქმნის, ნერგავს და ავითარებს ბიზნესის მართვის და აღრიცხვის თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფას.
კომპანია "FINA" 2011 წლიდან სთავაზობს მომხმარებლებს ეფექტურ პროგრამულ პროდუქტებს და მომხმარებლებს ბიზნესის მართვაში ეხმარება. ამჟამად კომპანია "FINA" ემსახურება 5000-ზე მეტ ორგანიზაციას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://fina.ge/
პოზიციის მიზანი: სისტემის მომხმარებლებისთვის ტექნიკურად და პროგრამულად გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი კონსულტაციის გაწევა.
ძირითადი მოვალეობები:
** სისტემის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სატელეფონო კონსულტაციის გაწევა
** მომხმარებლისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა კომპეტენციის ფარგლებში
** სისტემის დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა
** მომხმარებლებისთვის ტრენინგების ჩატარება
დამატებითი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესების ზუსტი დაცვა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირება
** გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი
** აქტიური მოსმენის უნარი
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის დამუშავება
სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: contact@fina.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მხარდაჭერის სპეციალისტი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|