Робота для біженців з України
კომერციული პროექტების ადმინისტრატორი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული პროექტების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კომერციული პროექტების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კომერციული პროექტების მართვა;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად მნიშვნელოვანი გაყიდვის არხების იდენტიფიცირება და განვითარება;
** ახალი პროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
** პორტფელში არსებული პროექტების შეფასება და მონიტორინგი;
** ყოველთვიური რეპორტების წარდგენა ხელმძღვანელ პოზიციასთან;
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა Excel-ის ცოდნა);
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 27 ნოემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე