|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Beta Plus Agency
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
"ბეტა პლუს ეიჯენსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
"ბეტა პლუსი" არის სააგენტო რომელიც რეპროდუქციული პრობლემების მქონე წყვილებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს: ექსტრაკორპორული განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია, გესტაციური სუროგაცია, პრედიმპლანტაციური გენეტიკური დიაგნოსტირება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://betaplussurrogacy.com/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების აღრიცხვა (რეალიზაცია, ხარჯები, ანგ.პირი, სალარო, ბანკი, დებიტორ-კრედიტორები, მივლინებები და ა.შ).;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიღება და დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** მივლინების ფაილის წარმოება და ბუღალტრულად აღრიცხვა-ბრძანებით დაფაილება. საგადასახადო ნორმებით ხარჯების აღიარება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (ბრუნვითი უწყისი, მოგება-ზარალის უწყისი, ფულის მოძრაობის უწყისი);
** ყოველთვიური დეკლარაციების ჩაბარება (საშემოსავლო გადასახადის, განაცემთა ინფორმაციის, მოგების და დღგ-ს დეკლარაციები);
** ყოველწლიური დეკლარაციების (ქონება);
** საბანკო ოპერაციები-გადარიცხვები, როგორ ქვეყნის შიდა ისე საერთაშორისო;
** ბანკთან ურთიერთობა საჭიროების შემთხვევაში;
** სტატისტიკის სამსახურში ფორმების (დეკლარაციის) ჩაბარება (შერჩევაში მოხვედრილი ორგანიზაციების);
** სარასის ფინანსური ანგარიშგების ფორმების ჩაბარება - წლიური;
** ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა დავალებების შესრულება საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა
** სასურველია პროგრამა ბალანს-ში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე კონცენტრირება
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:30)
** ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@betaplussurrogacy.com
|
|
|
|