Робота для біженців з України
კოსმეტიკის სივრცის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოსმეტიკის სივრცის კონსულტანტი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"ატელიე აუთლეტი/ATELIER OUTLET" 2018 წლიდან წარმოადგენს 250-ზე მეტ ბრენდს საქართველოს ბაზარზე, მათ შორის: SANDRO, MAJE, HUGO BOSS, ROBERTO CAVALLI, MASSIMO DUTTI და სხვა ბრენდები. ქალის, მამაკაცის, ბავშვის მრავალფეროვანი კოლექცია და სხვადასხვა აქსესუარი, კომფორტული, ნებისმიერი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკის სივრცეში კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.

ლოკაცია: ქ. ბათუმი, გორგილაძის N88 (Batumi Mall)
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** კოსმეტიკის მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება;

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...;
** ვადების კონტროლი;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის მონიტორინგი და მოვლა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ კოსმეტიკის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე