|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი/მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ნაბუ
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია NABU, 25 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსი/მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ვაკანსია: ფინანსური ანალიტიკოსი /მთავარი ბუღალტერი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ მთავარ ბუღალტერს / ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელსაც აქვს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების, ხარჯების ანალიზის, ფინანსური ანგარიშგებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროში.
ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც შეძლებს ეფექტურად მართოს კომპანიის ფინანსური საქმიანობა, უზრუნველყოს სიზუსტე და ფინანსური სტაბილურობა საცალო გაყიდვების ბიზნესში.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სრული მართვა და დროული წარდგენა მენეჯმენტთან და საგადასახადო ორგანოებთან;
** ბიუჯეტების შედგენა, შესრულების მონიტორინგი და ანალიზი;
** ხარჯების კონტროლი, დანახარჯების ოპტიმიზაცია და ფინანსური ეფექტურობის გაუმჯობესება;
** საცალო გაყიდვების მიმართულებით ფინანსური ნაკადების კონტროლი — სალაროები, POS სისტემები, ინვენტარიზაცია და გაყიდვების ანალიზი;
** ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლების რეგულარული მომზადება მენეჯმენტისთვის;
** ფინანსური პროგნოზების, გეგმებისა და რისკების ანალიზი;
** ბუღალტრული აღრიცხვის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კანონის სრული დაცვა;
** აუდიტორთან და საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური გუნდის ხელმძღვანელობა, მხარდაჭერა და პროცესების ოპტიმიზაცია.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
** ბუღალტრული აღრიცხვის ან ფინანსების მიმართულებით უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენა მინიმუმ B2;
** პროფესიული გამოცდილება;
** ფინანსური ანალიტიკისა და ბიუჯეტირების სიღრმისეული ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მენეჯმენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე და მაღალი პროფესიული ეთიკა.
ჩვენ გთავაზობთ:
თანამედროვე სამუშაო გარემოს დინამიურ და მზარდ კომპანიაში;
კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და სტაბილურობას.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი / მთავარი ბუღალტერი.
|
|
|
|