Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოსტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი არაქისის კარაქის კომპანია შპს TOASTY, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის, გემრიელ და ჯანმრთელ პროდუქტს. ჩვენი მიზანია, გავავრცელოთ ჩვენი ბრენდი მაღაზიებსა და ბაზრებში მთელ ქვეყანაში — და ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ B2B გაყიდვების აგენტს, რომელიც დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.

სამუშაო აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ B2B გაყიდვების აგენტს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი შემდეგზე:

** ტელეფონით დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებს (მაღაზიები, ბაზრები, კაფეები და სხვა) და წარუდგინოს ჩვენი პროდუქცია.
** ეწვიოს ობიექტებს პირადად, დაამყაროს მყარი ურთიერთობები და განახორციელოს გაყიდვები.
** წარადგინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ჩვენს პროდუქციას, აწარმოოს მოლაპარაკებები და უზრუნველყოს კლიენტების კმაყოფილება.
** მოძებნოს ახალი პარტნიორები და მუდმივად შეინარჩუნოს კომუნიკაცია.
** შეასრულოს და გადააჭარბოს გაყიდვების გეგმა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება B2B გაყიდვებში, სასურველია სურსათის ინდუსტრიაში.
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები.
** დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისა და ვადების დაცვის უნარი.
** ორგანიზებულობა და პროფესიონალიზმი.
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული პიროვნება.
** მართვის მოწმობა - უპირატესობად ჩაითვლება.

თუ შენ მოგწონს გაყიდვები, ადამიანებთან კომუნიკაცია და გსურს გახდე საინტერესო ბრენდის ნაწილი — გამოგვიგზავნე შენი განაცხადი!

საკონტაქტო: toasty.peanutbutter1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე