Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი - ხაშური, ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: მეგა ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"მეგა ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ხაშური, ახალციხე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მოწესრიგება პროდუქციის მიღებისთვის, შემოსული პროდუქციის მანქანიდან ჩამოღება და მოდელების მიხედვით დასაწყობება, პროდუქციის გახსნისას ყუთებისა და სხვა ნარჩენების გადაყრა.
** პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით, მიღებული პროდუქციის მიწოდება მაღაზიაში.
** გაყიდული და გადანაწილებული პროდუქტების მომზადება
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება/გაცემა
** კონსულტანტის მიერ მოთხოვნილი მაღაზიაში ან დახლზე დასადები ნივთის საწყობიდან გამოტანა და კონსულტანტისთვის მიწოდება, თუ ეს ეხება მძიმე ნივთს ამ ნივთის განთავსება კონსულტანტის მიერ მითითებულ კონკრეტულ ადგილზე,
** მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და კონსულტანტისთვის მიწოდება
** საწყობის აღწერა ყოველკვირეულად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანსწრაფულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: infomegael@gmail.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე