|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ოიში სუში
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე!
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორანი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.
თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 1300-1600 Gel
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება დელივერი პლატფორმების (Wolt, Glovo და სხვ.) პლანშეტებიდან;
** შეკვეთების მიღება შიდა საიტიდან და ადგილზე მოსული მომხმარებლებისგან;
** მიღებული შეკვეთების შეფუთვა და კურიერებისთვის გადაცემა;
** დარბაზში შეკვეთების გაცემა მიმტანისთვის;
** შიდა პროგრამაში ყველა არხიდან შემოსული შეკვეთების სწორად შეყვანა;
** ფილიალის შიდა პროცესებში ჩართულობა და გუნდთან კოორდინაცია.
სამუშაო სმენები:
** დილის სმენა: 10:00 - 19:00
** საღამოს სმენა: 18:00 - 03:00
** საღამოს სმენის დასრულების შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის პირობებში, მომსახურე პერსონალს ტაქსით ტრანსპორტირება.
ვის ვეძებთ:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელიც:
** არის პუნქტუალური და ორგანიზებული;
** შეუძლია დეტალებზე კონცენტრირება და ზუსტი მონაცემების შეყვანა;
** მუშაობს ენერგიულად და ეფექტურად დატვირთულ გარემოშიც;
** გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და გუნდურობით;
** ადვილად ერგება ცვლებსა და ცვლილებებს.
გამოცდილება:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** თუ გამოცდილება არ გაქვს - ჩვენ გასწავლით ყველაფერს! მთავარია სურვილი და მონდომება.
თუ თვლი, რომ ეს პოზიცია შენთვის არის:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: oishiops@gmail.com
წერილის სათაურში მიუთითეთ: "მოლარე-ოპერატორის ვაკანსია"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|