Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 02 ნოემბერი
პოზიცია: მზარეული
უშუალო ხელმძღვანელი: შეფი, სუ-შეფი

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით, სტანდარტების სრული დაცვით და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები; შეამოწმოს ტემპერატურისა და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერები;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** წინასწარ მოიმარაგოს კერძის მომზადებისთვის საჭირო ყველა პროდუქტი;
** დაიცვას სამზარეულოში არსებული ყველა დანადგარის ინსტრუქცია;
** შეამოწმოს სამზარეულოს ინვენტარი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია უშუალო ხელმძღვანელს;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;

სამუშაო განრიგი: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე, კვება, სამედიცინო დაზღვევა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოსტაზე hello@pub44.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995593460981 არაუგვიანეს 2 ნოემბრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე