|
დასახელება:
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
|
| მომწოდებელი:
ფრანგული კაფე
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
ფრანგული კაფე აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად) + ნავაჭრის ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პურის, ცომეულის, ფუნთუშეულისა და ობიექტის მენიუში არსებული სხვა პროდუქციის მომზადება, უშუალო ხელმძღვანელის/შეფ-მზარეულის დახმარება;
** ცომის მოზელვა (მათ შორის ფენოვანის/ნახ. ფენოვანის), ფორმირება, გამოცხობა, მიზან-პლასისა და მარაგების მომზადება/კონტროლი;
** ცხობის პროცესის მონიტორინგი ტემპერატურის, დროისა და ხარისხის გათვალისწინებით;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ;
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები:
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ: 555 63 84 60 ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი
ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული.
მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|