Робота для біженців з України
უნივერსალური მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მზარეული
მომწოდებელი: ფრანგული კაფე
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
ფრანგული კაფე აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 3000 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად) + ნავაჭრის ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ცივი/ცხელი კერძების მომზადება (მათ შორის ფურშეტული კერძების/კალორიული კვების კერძების);
** სამზარეულოში მიმდინარე ყველა აქტივობის, მათ შორის საკვების მომზადებისა და მირთმევის პროცესის მართვა;
** სტუმრებზე/ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება და რეგულარულად შეცვლა ადგილობრივი, სეზონური თუ ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით;
** სამზარეულოში არსებული მარაგის შემოწმება, შესაძენი პროდუქტის სიის შედგენა, მენეჯერისათვის მიწოდება;
** პროდუქტის მიღება, ხარისხის შემოწმება და კონტროლი ანგარიშფაქტურის მიხედვით;
** კერძის მომზადებისას დადგენილი გრამაჟების განუხრელ დაცვა;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ: 555 63 84 60 ნომერზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი
ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული.

მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე