|
დასახელება:
მოლარე-ბარისტა
|
| მომწოდებელი:
ფრანგული კაფე
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
ფრანგული კაფე აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1800 ლარიდან (განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად) + ნავაჭრის ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის ცხელი და ცივი სასმელების (ალკოჰოლური/არაალკოჰოლური)
მომზადება.
** მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
** გატანის სერვისის ფუნქციონირების სრული მხარდაჭერა;
** ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის, საჭიროებისამებრ;
** სასაწყობე პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
უნარები:
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: frenchcafe@frenchcafebakery.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვირეკეთ: 555 63 84 60 ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი
ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული.
მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|