Робота для біженців з України
გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ITWorks
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ITWORKS-ში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და აქტიურ თანამშრომელს გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ ორგანიზებული ხარ, კომუნიკაბელური და ყურადღებით შეგიძლია საოფისე საქმიანობის შესრულება — ეს პოზიცია შენთვისაა!

ადგილმდებარეობა: [თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი | გლდანი]
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი. 5 სამუშო დღე, 2 უქმე, სამუშაო საათებუ 11:00-20:00
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (ფიქსირებული) + საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის რეალიზაცია კომპანიის შიდა პროგრამაში;
** საგარანტიო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** რეალიზებული და გასაგზავნი პროდუქციის დამატება ფოსტის პორტალზე;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება გაყიდვების გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველი კომპიუტერული ტექნიკის და აქსესურების საბაზისო პარამეტრების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების MS Word - Excel საბაზისო ცოდნა
** სიზუსტეზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000-1500 ლარის ფარგლებში, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: jobs@itw.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე