|
დასახელება:
საქონლის მიღების და ინვენტარიზაციის გუნდის ლიდერი
|
| მომწოდებელი:
გასგო მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
კომპანია "გასგო მოტორსი" ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ბაზარზე ავტო- ნაწილებითა და სერვის მომსახურებით.
კომპანია 18 წლის განმავლობაში მომხმარებლებს სთავაზობს ახალ ნაწილებს. კომპანიას ფლობს როგორც საცალო მომსახურების წერტილებს ისე მოცულობით სასაწყობე მეურნეობას.
"გასგო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას - საქონლის მიღების და ინვენტარიზაციის გუნდის ლიდერის პოზიციაზე საწყობში.
პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1800-2200 ლარი + ბონუსი შესრულებული სამუშაოებიდან;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო;
** კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას სამსახურში ვარკეთილიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** 5-7 კაციანი გუნდის მართვა საქონლის მიღების და ინვენტარიზაციის მიმართულებით;
** თანამშრომელთა ეფექტიანობის შეფასება და მართვა;
** საწყობის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და კონტროლი (მიღება, დასაწყობება, ნაშთების კონტროლი);
** მობილური მოწყობილობებისა და შტრიხკოდული სისტემების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა;
** მიღებული საქონლის რაოდენობის კონტროლი;
** პროდუქციის დასაწყობების კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება საწყობში მონათესავე პოზიციებზე
** სასაწყობე პროგრამებთან და შტრიხკოდულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** მენეჯერული და ორგანიზაციული უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი არხით - ტელეფონზე ან მეილზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მობ.: ტელეფონი- 551 825 000
ტელ.: (032) 2 041 042
მეილი: GasgoVacancy@gmail.com
|
|
|
|