|
დასახელება:
კომპიუტერების ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ITWorks
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
კომპანია "ITWORKS" ეძებს კომპიუტერების ტექნიკოსს, რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოცდილება კომპიუტერული სისტემების აწყობასა და სერვისში. ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს კომპიუტერების დიაგნოსტიკას, აწყობას და ხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპიუტერების დაშლა, აწყობა და დიაგნოსტირება
** სტანდარტული სერვისების შესრულება (გაწმენდა, თერმო პასტის შეცვლა და სხვა)
** ოპერაციული სისტემის ინსტალაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
** მაღალი დონის სისტემების აწყობა წყლის გაგრილებით, კაბელ მენეჯმენტით და თანამედროვე სტანდარტების დაცვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში (შეიძლება კერძო პრაქტიკაშიც)
** სოკეტების, ჩიფსეტების, და სხვა მნიშვნელოვანი თავსებადობების კარგად ცოდნა
** მაღალი დონის სისტემების აწყობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება ლეპტოპებთან მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სისუფთავე სამუშაო პროცესში.
ანაზღაურება:
** ფიქსირებული ხელფასი: 1200 - 1600 ლარი
** დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა შესრულებული სამუშაოების მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 დღე სამუშაო, 2 უქმე, სამუშო საათები - 11:00-20:00
ადგილმდებარეობა: თბილის: ვაჟა-ფშაველას | გლდანი
თუ გიყვარს ტექნიკა და PC კომპონენტებთან ურთიერთობა სიამოვნებას განიჭებს გელოდებით ჩვენს გუნდში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: jobs@itw.ge
|
|
|
|