Робота для біженців з України
ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე.

კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპენტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე, ღამის ცვლისთვის.

სამუშაო დრო: ყოველ მესამე ღამეს - 18:00 საათიდან 10:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ მეფის გამზ. 11

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს,

** ონლაინ რეჟიმში ჩართულ ვიდეო კამერებთან მუშაობის გამოცდილებით;
** ყურადღებიანს და დეტალებზე ორიენტირებულს;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტებზე უწყვეტი ვიდეო მონიტორინგის განხორციელება;
** თანამშრომლების გადაადგილების და შინაგანაწესის შესაბამისად სამუშაო სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** მომხმარებელთა/კლიენტთა (უცხო პირთა) შემოდინების და მათ გადამისამართების კონტროლი;
** კონფლიქტური სიტუაციების კონტროლი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 577 183 800

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 ნოემბერი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე