Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677440&print=yes&view=jobs
 
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადმინისტრაციული და სასწავლო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;
** ინვენტარის სწორად გამოყენება და მოვლა;
** დასუფთავების მასალების მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში;
** ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ნაგვის გატანა და სათანადო წესით განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-16:00 საათამდე (შესვენება ერთი საათი)
** ანაზღაურება: 1000 დარიცხული (Gross).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია