Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677439&print=yes&view=jobs
 
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: bookinghub.ge
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
BookingHub პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს და მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ გზას სასურველი სერვისის დაჯავშნისთვის.

თუ კარგად გამოგდის ადამიანებთან კომუნიკაცია, შეგიძლია ააწყო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები და გსიამოვნებს ორგანიზებულად მუშაობა პარტნიორ კომპანიებთან, შემოგვიერთდი BookingHub-ის გუნდში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე და წვლილი შეიტანე პირველი ქართული ონლაინ ჯავშნების პლატფორმის განვითარებაში!

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო და მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება, მათი საჭიროებების დადგენა და მხარდაჭერა;
** პარტნიორი კომპანიების პროფილების სრულყოფილი წარმოდგენის უზრუნველყოფა პლატფორმაზე, მათ შორის ტექსტების, სამუშაო საათების, პროცედურებისა და ფასების სისწორეზე ზრუნვა;
** პარტნიორებთან ერთად სპეციალური შეთავაზებების, ფასდაკლებისა და აქციების დაგეგმვა, შეთანხმება და განთავსება BookingHub-ის ვებგვერდზე;
** პარტნიორების მხარდაჭერა კონტენტის სწორად ოპტიმიზაციაში მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ზუსტი და მიმზიდველი ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
** მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალის (ფოტოები, ლოგოები და სხვა) შეგროვება და კოორდინაცია პარტნიორებთან ერთად, BookingHub-ის ვიზუალურ და ბრენდ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** პლატფორმაზე განთავსებული მასალების თანმიმდევრულობის, ხარისხისა და სანდოობის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლებისა და პარტნიორების უკუკავშირის ანალიზი, პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** საჭიროების შემთხვევაში პლატფორმის შიდა გუნდთან (მარკეტინგი, ტექნიკური მხარდაჭერა, დიზაინი) თანამშრომლობა პარტნიორების მოთხოვნების ეფექტურად შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში (Account Management, Customer Success და სხვა);
** გამართული კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** ციფრული პლატფორმების, ონლაინ მომსახურებისა და კონტენტ მენეჯმენტის საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

დასაქმების ფორმატი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ოფისი - ქ. თბილისი, ი. პოლიტკოვსკაიას 57
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@webapp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: ექაუნთ მენეჯერი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია