Робота для біженців з України
ფიზიკური შესყიდვების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური შესყიდვების თანამშრომელი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს, როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.

კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.

ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.

B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს."

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ფიზიკური შესყიდვების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების წარმოება შეკვეთების მიხედვით;
** შესყიდული ნედლეულის თუ სხვა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** საჭირო პროდუქციის მოძიების პროცესში ჩართულობა.
** მარაგების ჩამოტვირთვა და ფილიალებში დროული მიწოდება/განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
** კვებას;
** დაზღვევას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 17:00-მდე, შაბათი 09:00-დან 15:00-მდე (კვირაში 40 საათი)
** ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე