Робота для біженців з України
მომმარაგებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომმარაგებელი
მომწოდებელი: Casino International Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
კაზინო ინტერნეიშენალი სასტუმრო ჰილტონ ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მომმარაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები - 10:00-18:00; კვირაში 2 დასვენების დღე;
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (60% თანადაფარვით);
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის მიღებისას ვადების გადამოწმება;
** მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
** ნაშთების და ვადების პერიოდული კონტროლი საწყობში;
** საწყობში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე