|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე,
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს, გელით კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება, მოზიდვა და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
** გაყიდვების სრულ ციკლზე მუშაობა: წინასწარი კომუნიკაციიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ფორმით;
** მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
** კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
** სატენდერო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანგარიშგება;
** ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** თანამშრომლობა მარკეტინგისა და დაზღვევის ტექნიკური გუნდებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი ან მსგავსი მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვების სფეროში (სასურველია სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში)
** კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა და შედეგებზე კონცენტრირება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
დამატებითი მოთხოვნები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში.
ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|