|
დასახელება:
აბონენტებთან მუშაობის ოპერატორების კოორდ. 1 კატ. სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
|
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოაღრიცხვისა და დანაკარგების ანალიზის სამსახურის კომერციული ციკლის მონიტორინგის ჯგუფის აბონენტებთან მუშაობის ოპერატორების კოორდინაციის 1 კატეგორიის სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური ან ეკონომიკური განათლება;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართული თავისუფლად; რუსული საშუალოდ.
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
** MS Office (Word, Excel, Powerpoint)
** MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა;
** კომერციული ციკლის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;
** "ბილინგის" მონაცემთა ბაზაში ციკლური პროცესების სწორ და დროულ ასახვაზე მონიტორინგის განხორციელება;
** ბიზნეს-ცენტრების თანამშრომლების ინფორმირება, პროცედურებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში;
** აღრიცხვიანობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რეგისტრაცია, აღრიცხვა და გადაცემა შესაბამისი ქვედანაყოფებისათვის შემდგომი რეაგირების მიზნით;
** კომერციული ციკლის შესაბამისად არსებული პროგრამებისა და ერთიანი ანგარიშგების სისტემის მიხედვით ანგარიშგების წარმოება (წაკითხვის მონიტორინგი, გათიშვა/აღდგენის მონიტორინგი);
** კომერციული ციკლის მონიტორინგის პროგრამებზე დაყრდნობით შესაბამისი დავალებებისა და ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების მიხედვით შემკვეთი - ქვედანაყოფების კრიტერიუმების მიხედვით აბონენტების სიების მომზადება და მიწოდება საზოგადოების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2025 წლის 07 ნოემბრის ჩათვლით.
სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|