Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677389&print=yes&view=jobs
 
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგ ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მთავარი მოვალეობები:

** მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** სიახლეების დანერგვა, ახალი ტრენინგ კურსების შექმნა, არსებული სასწავლო კურსების კოორდინირება, მომიჯნავე ბაზრის შესწავლა;
** ტრენინგ კურსების მიმდინარეობის კონტროლი;
** პერსონალის შერჩევა, დაქირავების პროცესის ორგანიზება, საკონტრაქტო პირობების მომზადება და დამუშავება;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** მსმენელთა რეგისტრაცია, სასწავლო მასალების ტექნიკური უზრუნველყოფა;
** პოტენციურ მსმენელებთან გასაუბრება, სასწავლო პირობების გაცნობა, დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება;
** ვებ-გვერდისთვის მასალების მომზადება და განთავსება;
** სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების დასადგენად შესაბამისი კითხვარების მომზადება, დამუშავება და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტრენინგებისა ან განათლების ადმინისტრირების სფეროში;
** ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** ორგანიზების, დაგეგმვისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის, 15 ნოემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია