|
დასახელება:
სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
საგანმანათლებლო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
საგანმანათლებლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი თაყაიშვილის 23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი
შენი როლი და მთავარი პასუხისმგებლობები:
** ჯგუფში არსებული ყოველდღიური აქტივობების მართვა წინასწარ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;
** თითოეული ბავშვის უნიკალურობის დანახვა და მათთვის თანაბარი დროისა და ყურადღების დათმობა;
** თანამშრომლობა ჯგუფის სხვა მასწავლებლებთან - გუნდური მუშაობა;
** სსს მქონე ბავშვების აქტივობებში ჩართულობის მხარდაჭერა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
** უსაფრთხო და დადებითი ემოციური გარემოს შენარჩუნება ჯგუფში;
** ბავშვების პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერება, მასწავლებლებთან კოორდინაციით;
** თანამშრომლობა ცენტრის ადმინისტრაციასთან და შესაბამისი მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
რას ვითხოვთ:
** მოტივაცია ბავშვების განვითარების ხელშეწყობისთვის და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
** გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური კომუნიკაცია კოლეგებთან;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა სამუშაო გარემოს მიმართ.
რას გთავაზობთ:
** კეთილგანწყობილ, პროფესიონალურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** თვითგანვითარების შესაძლებლობას;
** ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც თქვენი ინიციატივა და ძალისხმევა დაფასებული იქნება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: integraliintegrali5@gmail.com (ტელ: 555 550845).
|
|
|
|