Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
კომპანია "სფეისკარგო" https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სფეისკარგო გახლავთ გადამზიდი კომპანია, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების გადაზიდვას, (იმპორტი, ექსპორტი), სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვები. საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტვირთების ტრანსპორტირება აეროპორტიდან ფილიალებში, კომპანიის კუთვნილი მიკროავტობუსით ;
** ფილიალები თბილისში : ვარკეთილი, გლდანი, საბურთალო (ყაზბეგის გამზირი), დიდი დიღომი
** ავტომობილის ტექნიკური მხარეების კონტროლი, ინფორმაციის გადაცემა ავტომობილის მდგომარეობის შესახებ შესაბამის ჯგუფთან;
** ავტომობილში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** მართვის მოწმობა B, (C კატეგორია ჩაითვლება უპირატესად)

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და ძლიერი შრომისუნარიანობა;
** გუნდურობა;

სამუშაო გრაფიკი: საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე.
ანაზღაურება: 1200 ლარი (ნეტი)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს.

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hr@spacecargo.ge.

ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მძღოლის ვაკანსია)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე