Робота для біженців з України
სტუმრებთან ურთიერთობის ტრენინგ ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრებთან ურთიერთობის ტრენინგ ოფიცერი
მომწოდებელი: Grand Bellagio
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
სამორინე "გრანდ ბელაჯიო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტუმრებთან ურთიერთობის ტრენინგ ოფიცერი

ძირითადი მოვალეობები:

** კაზინოს სერვისების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიწოდება
** VIP კლიენტებთან ურთიერთობა და მათზე მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სტუმართმოყვარეობა და კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)
** სამორინეს სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო გრაფიკი: 2/2 (12 საათიანი ცვლები)
ანაზღაურება: 600 $ (ექვივალენტი ლარში) + ბონუსი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@grandbellagio.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე