Робота для біженців з України
ხაზინის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხაზინის სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1994

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის გუნდში ხაზინის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიის დეპარტამენტებიდან მოწოდებული განაცხადების საფუძველზე, საგადახდო დავალებების მომზადება და საბანკო გადარიცხვების წარმოება უცხოური და ეროვნული ვალუტით;
** მოთხოვნის მიხედვით, გადარიცხვების ელ. ვერსიის (საგადახდო დავალება) გაგზავნა კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებში;
** საბანკო გადარიცხვების შესახებ, ინფორმაციის ამოღება ბანკი კლიენტიდან და ინტერნეტ ბანკიდან (XML ფორმატი) და SAP ERP სისტემაში ასახვა;
** საბაჟო მომსახურებისთვის საბანკო გადარიცხვების წარმოება განსაზღვრული ვადების დაცვით, გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საბაჟოსთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის;
** ბანკთან მუდმივი კომუნიკაცია - მიმდინარე სავალუტო კურსის შესახებ ინფორმაციის მიღება, ვალუტის შეძენის განხორციელება;
** საბანკო გადარიცხვების დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების განხრით;
** 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
** სასურველია ACCA-ის I დონე;
** SAP ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე