Робота для біженців з України
მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 20 ნოემბერი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** სტუდენტებთან მუშაობა, მათ მიერ მედიაპროდუქტზე მუშაობის პროცესის ზედამხედველობა და ორგანიზება;
** მედიაცენტრის ვიდეო და აუდიო აპარატურის ზედამხედველობა;
** მედიაცენტრის რადიო და ტელე სტუდიოების მეთვალყურეობა, გადაცემების ჩაწერის ტექნიკური უზრუნველყოფა;
** ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაკალავრო პროგრამისა და მედია და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამების პრაქტიკული საგნების პედაგოგებთან თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** სტუდიაში აუდიო-ვიზუალური ჩაწერების ორგანიზებისა და მართვის უნარი;
** პროგრამების ცოდნა: Adobe Audition, Adobe Premiere Pro, Adobe Photoshop;

უპირატესობად ჩაითვლება:

** ტელევიზიაში ოპერატორ-მემონტაჟედ მუშაობის გამოცდილება;
** დამატებითი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, როგორიცაა Adobe InDesign, Adobe Illustrator და სხვა გრაფიკული დიზაინის პროგრამები.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 სთ ან 08:30 - 17:30 სთ);
ანაზღაურება - ანაზღაურება შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge და გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება: "მედიაცენტრის ტექნიკური მენეჯერი".

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 ნოემბერი.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე