Робота для біженців з України
საავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 07 ნოემბერი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს საავიაციო ბიზნეს განვითარების სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაო ადგილი - თბილისი
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
თანამდებობრივი სარგო - 5 830 ლარი (GROSS)
სამუშაო განრიგი - სრული

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განვითარების პროცესის ეფექტურად, გამართულად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის სტატისტიკოსის მიერ მომზადებული კვლევების ანალიზისა და მათი შემდგომი გამოყენების ორგანიზება, ფინანსური დეპარტამენტისგან (და მათ შორის, სტატისტიკოსისგან) კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად დამუშავებული ინფორმაციისა თუ ანალიზის მოთხოვნა;
** კომპანიის შესაძლებლობების ანალიზი და მათი სამომავლო განვითარებისთვის ახალი პროექტების და საქმიანობების დაგეგმვა, მათი მიზნობრიობის განსაზღვრა, რისკების და ალტერნატივების შეფასება, ფინანსური თუ ბიზნეს ანალიზის მომზადების ორგანიზება;
** კომპანიისათვის საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით, ავიაციის ინდუსტრიის კვლევის, პოტენციური პარტნიორების მოძიებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ორგანიზება;
** საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ორგანიზება, მათთვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდებისა და მათი რეკომენდაციების, ინსტრუქციების და სტანდარტების დროული დამუშავების და გამოყენების / იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ეგიდით საერთაშორისო, ადგილობრივი და რეგიონული კონფერენციების, შეხვედრების, სამუშაო ჯგუფების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ანდა მონაწილეობის შესაძლებლობების და სარგებლიანობის კვლევის ორგანიზება, ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
** კომპანიის სახელით სხვადასხვა კონფერენციებზე, გამოფენებზე თუ სხვა ღონისძიებებზე დასწრება, ღონისძიების შედეგების შეჯამება, ინფორმაციის და რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტირების უზრუნველყოფა კომპანიის ხელმძღვანელობის თანხმობის შემთხვევაში;
** ახალი კლიენტების (ავიაკომპანიები, კომპანიის სხვა სერვისებით და გაყიდვებით დაინტერესებული სუბიექტები, აეროპორტებში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტები და მისთ.) მოზიდვის და არსებულ კლიენტებთან პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით ბაზრის სისტემატური და მიზნობრივი კვლევის ორგანიზება;
** ავიაკომპანიების მოთხოვნების, პირობების, მარშრუტების სისტემატური კვლევისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის ან არსებულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის გაფართოების მიზნით საჭირო რეკომენდაციების მომზადების ორგანიზება, მათი წარდგენა ხელმძღვანელობისათვის და თანხმობის შემთხვევაში - იმპლემენტირების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა არსებულ თუ პოტენციურ მარშრუტებზე მგზავრთბრუნვის კვლევის, ანალიზისა და ახალი მიმართულებების დამატებისთვის ან არსებული მარშრუტების მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადების ორგანიზება, მათი წარდგენა ხელმძღვანელობისათვის და თანხმობის შემთხვევაში - იმპლემენტირების უზრუნველყოფა;
** პოტენციური პარტნიორებისა და კლიენტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოებისა და მუდმივად განახლების უზრუნველყოფა;
** ახალი კლიენტების მოზიდვის და არსებულის წახალისების მიზნით, კომპანიის მომსახურებების პროფილის განსაზღვრისა და შესაბამისი სტრატეგიის და მასალების შემუშავების ორგანიზება;
** ავიაკომპანიებთან, სხვა პოტენციურ კონტრაქტორებთან ახალი კონტრაქტების არსებითი პირობების განსაზღვრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან და სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება, კონტრაქტების დადების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან/და მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნეს განვითარების მიმართულებით, აქედან 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია საავიაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ენები:

** ინგლისური C1;
** რუსული C1.

კონკურსის ეტაპებია:

** აპლიკაციების გადარჩევა;
** დავალება;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2025 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

CV-ს გამოგზავნით, აცხადებთ თანხმობას შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე