Робота для біженців з України
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellness" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00);
ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილების მიხედვით

სამუშაოს აღწერა:

** მედია საშუალებებთან ურთიერთობა და ორგანიზაციის ღონისძიებების და პუბლიკაციების მედია გაშუქების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობის და დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების და აქციების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მესიჯების (ე.წ. ქარდების) შემუშავება.
** ორგანიზაციის ვებ-გვერდის, Facebook, Twitter, LinkedIn, Wikipedia და სხვა სოციალური გვერდების/ბლოგების მართვა;
** მედია ანონსების, პრეს - რელიზის და საჯარო განცხადებების მომზადება;
** პროექტებით გათვალისწინებული პრომო კამპანიების/ღონისძიებების დაგეგმვა განხორციელება;
** გუნდთან შეთანხმებით, ინფორმაციული და საგანმანათლებლო მასალების (შინაარსობრივი მხარე) შექმნა, დიზაინერთან ერთად მისი ვიზუალის მომზადება და ბეჭდვის უზრუნველყოფა.
** ორგანიზაციიდან და ასევე რეგიონებში არსებული ფილიალებიდან, სოციალური ქსელების ვებგვერდებიდან პირდაპირი ჩართვების (live streaming) განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის დარგის სპეციალობით ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა მომწოდებლებთან საკომუნიკაციოდ;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
** ანალიტიკური აზროვნების და წერის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

კანდიდატები, გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ბენეფიტები: ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://mworld.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე