|
დასახელება:
პრისელერი
|
| მომწოდებელი:
ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების ყოველწლიური / კვარტალური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
** გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორაციული მიმართულებებით;
** შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
** სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
** მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
** იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან;
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური;
** მიზანდასახული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
საკვანძო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - კატეგორია B
** საკუთარი ავტომობილი (საწვავის სრულად კომპენსაციით)
** კომუნიკაბელურობა, გაყიდვების უნარები, პასუხისმგებლობა
** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 550 ლარი + გაყიდვების ბონუსი დღგ-ს გარეშე (5%)
** პირველი 3 თვე: ფიქსირებული 1500 ლარი
** საწვავის კომპენსაცია
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი. ქვემო ფონიჭალა - საწყობი, უ. ჩხეიძის #20-სავაჭრო ფართი #1, ბათუმი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი. სამუშაო საათები: 09:00-18:00 შაბათი - 09:00-17:00
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ იხილოთ ჩვენი ვებ გვერდი http://www.esggeorgia.ge/, ან ფეისბუქ გვერდი: ESG Ekokemika.
კანდიდატებს შეუძლიათ გამოგვიგზავნოთ თავიანთი CV ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com და ელ. ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ქალაქი.
|
|
|
|