Робота для біженців з України
ელექტრო-მექანიკოსი - სამეგრელო, გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო-მექანიკოსი
მომწოდებელი: ეკოკემიკა სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
შპს "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-მექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია წარმოადგენს ავტოსამრეცხაო სისტემების, ტექნიკისა და ინვენტარის მომწოდებელ და მომსახურე ორგანიზაციას. ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატს, რომელსაც გააჩნია ელემენტარული ცოდნა ელექტროობაში და ტექნიკურ-მექანიკურ სამუშაოებში.

ძირითადი მოვალეობები:

** თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო სისტემების აწყობა, მონტაჟში მონაწილეობა და შემდგომი ტექნიკური მომსახურება;
** ელექტრო და მექანიკური ელემენტების ინსტალაცია, გამართვა და დიაგნოსტიკა;
** საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის დაცვა;
** ყოველდღიური სამოძრაო მარშრუტი-პრისეილერთან ერთად;
** შემდეგ ეტაპზე, როდესაც მოხდება ქსელის ათვისება, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს საკუთარი ავტომობილით.

კვალიფიკაციის მოთხოვნები:

** უნდა ჰყავდეს საკუთარი მანქანა-გამოძახებებზე რომ შეძლოს დამოუკიდებლად გასვლა;
** ელექტროობის საბაზისო ცოდნა (სასურველია საშუალო დონე);
** ტექნიკური უნარები მექანიკაში (ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწავლის სურვილი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** პრაქტიკულ სწავლებას სამუშაო პროცესში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;
** სტაბილურ ანაზღაურებასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი, ასევე სამეგრელო-გურიის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტები.
** ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი. გაყიდული ნაწილებიდან ქეშბექი 5%. ფასიანი სერვისის გაწევიდან დამატებითი ანაზღაურება დადგენილი ფასების მიხედვით.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ekokemikaservicegroup@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე