Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677288&print=yes&view=jobs
 
გრაფიკოსი დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკოსი დიზაინერი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!

ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და მისი თანმიმდევრული გამოყენება ყველა საკომუნიკაციო მასალაში - ყველა ვიზუალური კომპონენტის (ლოგო, ფერები, შრიფტები, გრაფიკული ელემენტები) ერთიანი სტილის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მარკეტინგული და საკომუნიკაციო/სოც-მედია მასალების დიზაინი (ფბ/ინსტაგრამ პოსტები, სთორის შაბლონები და ა.შ);
** ონლაინ და ოფლაინ ბანერების დიზაინი (ვებსაიტისთვის, რეკლამებისთვის, ღონისძიებებისა და სხვა საჭიროებისთვის);
** პოლიგრაფიული მასალების შექმნა და საბეჭდად მომზადება (ფლაერები, ბროშურები, ბუკლეტები, სერტიფიკატები, პოსტერები და სხვა);
** ფაილების სისტემატიზაცია და ვიზუალური შაბლონების განახლება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3-წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** პროფესიული ცოდნა Adobe პროგრამების - Photoshop, Illustrator. (Figma, Premiere Pro, After Effects - არ არის სავალდებულო მაგრამ კარგია რომ იცოდეს);
** სასურველია გამოცდილება ბრენდინგსა და გარე რეკლამის დიზაინში;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
** ტექნიკური მოთხოვნების და საბეჭდი პროცესის ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoaquapark.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია