Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: 10X
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 05 ნოემბერი
"10X"-ში, გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ხელმძღვანელს ვეძებთ.

თუ ხარ იდეებით სავსე და შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკოსი დიზაინერი, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ულევად გააზიარებს გამოცდილებას, უხელმძღვანელებს გრაფიკული დიზაინის პროგრამას, განავითარებს და მართავს მას ისე, რომ სტუდენტებმა დიზაინით აზროვნება ისწავლონ, შეგიძლია შექმნა პროდუქტიული და მეგობრული სასწავლო და სამუშაო გარემო, სრულიად დამწყებ დიზაინერებს მისცე მოტივაცია, დაეხმარო დისციპლინის გამომუშავებაში, საშუალება მისცე უპასუხონ დღევანდელი დასაქმების ბაზრის ტრენდებს, მოემზადონ კარიერაში პირველი თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმაში და რაც ყველაზე მთავარია უხელმძღვანელო ლექტორებისა და კოორდინატორების გუნდს ამ შედეგების წარმატებით მიღწევის გზაზე, მაშინ რეზიუმე აუცილებლად უნდა გამოგვიგზავნო!

დიზაინის პროგრამის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს პროგრამის სრული სასწავლო, ადმინისტრაციული და ოპერაციული პროცესის მართვას. ის ხელმძღვანელობს ლექტორებსა და მენტორებს, უზრუნველყოფს სასწავლო ხარისხს, კოორდინაციას უწევს ყველა აქტივობას პროგრამის ფარგლებში და პასუხს აგებს შედეგებზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (წინამძღვრიშვილის 115ბ)
დატვირთვა: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელმძღვანელობს დიზაინის ლექტორებს, მენტორებს და კურსის ასისტენტებს, ზრუნავს გუნდის განვითარებასა და სწავლების ხარისხზე;
** უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებას, გეგმავს აქტივობებს და აკონტროლებს პროგრამის მიმდინარეობას;
** თანამშრომლობს პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სტრატეგიულ და ოპერაციულ საკითხებში;
** მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან სასწავლო პროცესის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით;
** მონაწილეობს პროგრამის შერჩევით, მიღების და აკრედიტაციის პროცესებში;
** ხელს უწყობს ლექტორების პროფესიულ ზრდას და სტუდენტების ჩართულობას საგანმანათლებლო აქტივობებში;
** უზრუნველყოფს შიდა კომუნიკაციის, ანგარიშგებისა და ორგანიზაციული პროცესების გამართულობას;
** მონაწილეობს პროგრამის განვითარების, განახლებისა და ახალი ინიციატივების დაგეგმვაში.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ლიდერობისა და გუნდური მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** შემოქმედებითი აზროვნება და საგანმანათლებლო ხედვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში ან მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ დარგში;
** ინგლისური ენის ცოდნა (C1 დონე).

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** პრიორიტეტიზაციისა და დელეგირების მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაო პროცესის ეფექტური მართვა;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება.

შერჩევის ეტაპები და ვადები:

** დაინტერესებული პირების მიერ, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გამოგზავნა შემდეგ მისამართზე: Admissions@10x.edu.ge 27 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
** შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
** გასაუბრების შედეგების შეჯამება, კანდიდატებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების (შერჩევის/უარის) შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 20 ნოემბრისა.

ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** გამოცდილებისა და მიღწევების მოკლე აღწერა/პორტფოლიო;
** სასურველია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან სერტიფიკატი).

შენიშვნა: გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე