Робота для біженців з України
კონსულტანტი სტენდზე - სითი მოლი გლდანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი სტენდზე
მომწოდებელი: მედანე
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"მედანე" წარმოადგენს მაღაზიას, რომელიც სპეციალიზებულია დანების გაყიდვაში - სალაშქრო, საკოლექციო და სამზარეულოს დანები, ასევე წარმოდგენილია ხელსაწყოები და სალაშქრო აღჭურვილობა.

პოზიცია: კონსულტანტი სტენდზე
მდებარეობა: სითი მოლი გლდანი

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 4 ან 5 სამუშაო დღე, დღეში 6 საათი
** პირველი ცვლა: 10:00-16:00
** მეორე ცვლა: 16:00-22:00

ანაზღაურება:

** ფიქსირებული: 40 ლარი ერთი ცვლა (6 საათი)
** ბონუსი: გაყიდვებზე დაფუძნებული სისტემით - საშუალოდ 100-200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტენდზე არსებული პროდუქციის პრეზენტაცია და აქტიური გაყიდვა
** მომხმარებლის კონსულტაცია და სწორ პროდუქტზე ორიენტირება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა
** დისციპლინის დაცვა და მენეჯერის მითითებების შესრულება
** საჭიროების შემთხვევაში, მუშაობა ორივე ფილიალში (როტაციის ფორმატში)

მოთხოვნები:

** სტაბილური და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ
** გაყიდვებში ან მომხმარებელთან კომუნიკაციაში გამოცდილება მისასალმებელია
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და მოტივაცია
** ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის სურვილი (არ განიხილება 6 თვეზე ნაკლები პერიოდით თანამშრომლობა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@medane.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კონსულტანტის ვაკანსია - მედანე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე