Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677276&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია:
** გაყიდვების პროცესების მართვა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია