|
დასახელება:
ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული ავტო-სერვისის დანადგარების ელექტრო-ტექნიკური და ჰიდრავლიკური დანადგარების მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესში მონაწილეობა - დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
** ავტოსერვისის დანადგარების მონტაჟის/დემონტაჟის პროცესის სრული ორგანიზება, შესრულება და უშუალო ხელმძღვანელთან უკუკავშირი არსებული პროცესების შესრულების შესახებ;
** დანადგარებისა და მოწყობილობების პირველადი დათვალიერება, დიაგნოსტიკა და პრობლემის იდენტიფიცირება;
** ავტოსერვისისთვის განკუთვნილი დანადგარების გამართვის, შემოწმებისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა;
** ტექნიკური სამუშაოების შესრულება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით;
** დანადგარების ტრანსპორტირებასა და მონტაჟისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციების ჩანაწერების გაკეთება, ტექნიკური მონაცემების დაფიქსირება და რეპორტინგი;
** თეგეტა ჰოლდინგის გარდა, გარე კომპანიების და ფიზიკური პირების მომსახურება, გარე რეალიზაციების სტიმულირება;
** დანადგარების რეალიზაციის შემდეგ საგარანტიო მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ავტო სერვისის დანადგარების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტრო და ჰიდრავლიკურ ხელსაწყო/დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1993
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|