Робота для біженців з України
ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 27 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
"GMC Motors" — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol, Zoomlion და სხვა გლობალური მწარმოებლების ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. GMC Motors ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით და აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე — მრავალრიცხოვანი ბიზნეს რეიტინგებითა და ჯილდოებით.

პოზიციის მიზანი:

ნაწილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიზანია სათადარიგო ნაწილებისა მიმართულების სტრატეგიული განვითარება, შესყიდვებისა და მარაგების ოპტიმიზაცია, გაყიდვების სტიმულირება და პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის უზრუნველყოფა. პოზიციის მთავარი ამოცანაა გაყიდვების ზრდა, ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების მოთხოვნის ანალიზი და შესყიდვების გეგმის შედგენა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასების შედარება და საუკეთესო პირობების შეთანხმება;
** შესყიდვების ორგანიზება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან;
** საწყობის ოპტიმიზაცია, მარაგების კონტროლი და დროული შევსება;
** გაყიდვების ტენდენციების ანალიზი და რეალიზაციის ზრდის უზრუნველყოფა;
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა და რეგულარული გადახედვა;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული ფასების კვლევა;
** სერვისისა და გაყიდვების გუნდებთან კოორდინაცია გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** დეპარტამენტის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** თანამშრომელთა მართვა, მოტივაცია და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან გაყიდვების, მარაგებისა და შესყიდვების სტატუსზე;
** მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების შემუშავება;
** დეპარტამენტის ოპერაციული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება;
** რეგიონებისთვის მარაგების შექმნა და მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, მენეჯმენტის ან ტექნიკური მიმართულებით);
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სათადარიგო ნაწილების, შესყიდვების ან სერვისის სფეროში;
** საავტომობილო ან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილების და კატალოგების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, Word);
** ინგლისური და/ან რუსული ენების სამუშაო დონე;
** სასურველია უცხოურ მომწოდებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვისა და კონტროლის უნარი ჩაითვლება უპირატესად.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** გადაწყვეტილების სწრაფი და სწორი მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** ინიციატივიანობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და მათი ოპტიმალური გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ და კარიერულ განვითარებას;
** ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას;
** კორპორაციულ ბენეფიტებს, მათ შორის სამედიცინო დაზღვევას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** ტრეინინგებს უცხოურ პარტნიორებთან.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gmc.selfrecruit.ge/3cc7bb2b-8bd4-4b41-ab25-e58233a3157c
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე