|
დასახელება:
გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
AQUASTOP
|
|
გამოქვეყნდა: 26 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 26 ნოემბერი
|
იტალიური კომპანია "KERAKOLL"-ის წარმომადგენლობა საქართველოში, კომპანია "AQUASTOP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. წარმომადგენლობის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო ქიმიის, ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი, რეალიზაცია და ინსტალაცია.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** საპრეზენტაციო მასალების მომზადებაში მონაწილეობა, მათი კონტროლი და მართვა;
** პოტენციური დამკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
** არსებული და ახალი პროექტების მარკეტინგული კომუნიკაციის განხორციელება და მონიტორინგი;
ვაკანსიის მოთხოვნებია:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაცია პროფესიულ დონეზე;
** თვითპრეზენტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურებას საბონუსე სისტემით;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში;
** თავისუფალ სამუშაო გრაფიკს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე aquastop@mail.com-ზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სპეციალისტი.
|
|
|
|