|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბრავიტონი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
|
კომპანია "ბრავიტონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ბრავიტონი" სამშენებლო მასალების, ძირითადად სამშენებლო მეტალის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ადგილზე კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახალი კლიენტების მოძიება და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტების მოთხოვნების ანალიზი და მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მიღება-გაფორმება;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება;
** სხვადასხვა არხით კლიენტებთან აქტიური კავშირი (ტელეფონი, ელფოსტა, სოც. მედია).
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები ან მსგავსი მიმართულებით);
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საქმის და დროის სწორი მენეჯმენტი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ლიდერული თვისებები;
** ანალიტიკური უნარები.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25ა
ანაზღაურება: 1200-1500 + ბონუსი
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე hr@braviton.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|