|
დასახელება:
დამხმარე ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი
|
|
გამოქვეყნდა: 25 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
|
საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი" (www.agic.ge) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაცია Prime Global-ის წევრს საქართველოში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ასოციაციების სამეულში შედის და გააჩნია წარმომადგენლობა 105-ზე მეტ ქვეყანაში. (www.primeglobal.net)
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.ბათუმი
მოვალეობები:
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა
** გადარიცხვების წარმოება
** პირველადი დოკუმენტების მომზადება
მოთხოვნები:
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** განათლება: ეკონომიკური
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამები: ბალანსთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agic.ge 2025 წლის 15 ნოემბრამდე.
ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "დამხმარე ბუღალტერი ბათუმში".
|
|
|
|