Робота для біженців з України
სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
სს "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს "ჯერარსი" (მუხიანის ქ, 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00-მდე, ერთი საათი შესვენება.
ანგარიშვალდებული: დეპარტმაენტის ხელმძღვანელთან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო შემთხვევების მართვა და პროცესის მონიტორინგი დაზღვევის პოლიტიკის შესაბამისად
** სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია მკურნალობის დეტალების დაზუსტებისა და ხარჯთაღრიცხვისთვის
** სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება
** სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანობისა და რისკების ანალიზი
** პაციენტებთან კოორდინაცია და დროული ინფორმაციის მიწოდება
** სამედიცინო ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება
** რეპორტების მომზადება შიდა სტრუქტურებისთვის
** მონაწილეობა პროცედურების დახვეწასა და გაუმჯობესებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო, საჯარო მმართველობის, ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დოკუმენტაციისა და/ან ხარისხის მენეჯმენტის სფეროში (ონკოლოგიურ დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, კლინიკური გაიდლაინებისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო შემთხვევების მართვის მენეჯერი" ან დარეკეთ ნომერზე - 0322 111 112

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე