Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
დეკორატიული და ცხოველებისთვის სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი, წარმატებით ოპერირებს 2014 წლიდან საქართველოში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი ასაქმებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება ევროპული ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 (ერთი)

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოებისთვის განსაზღვრული ნედლეულისა და დამხმარე საშუალებების შესყიდვების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა
** მარაგებისა და ხარჯების კონტროლი, მჭიდრო კოორდინაცია საწყობის გუნდთან;
** შესყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგი და ანალიტიკა უშუალო ხელმძღვანელთან;
** შესყიდვების პროცესში არსებული რისკების შეფასება;
** უცხოური და ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, მიწოდების პირობები, პროდუქციის ხარისხი, გადახდის პირობები);
** შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და შესრულების მონიტორინგი;
** იმპორტ-/ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია;
** სხვა ამოცანების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვების პროცესთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში;
** შესყიდვებისა და/ან ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სექტორში);
** ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით სასურველია თურქული ან/და რუსული ენა).
** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვების უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: Hr@geopro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - შესყიდვების სპეციალისტი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე