|
დასახელება:
მძღოლი-დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქუჩა 6
ანაზღაურება: 1500 ლარი, ხელზე ასაღები.
ჩვენ გთავაზობთ:
** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ ტრანსპორტირება ფილიალებში, პარტნიორ კომპანიებთან და კლიენტებთან;
** მარშრუტის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა პროდუქციის დროულად მიწოდების მიზნით;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა, მართვის მოწმობის B კატეგორია.
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** თავაზიანობა;
** ოპერატიულობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი-დისტრიბუტორი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|