Робота для біженців з України
ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივი შესყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
** დეპარტამენტებთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ ბაზარზე;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომწოდებლების შერჩევა/მოძიება და მოლაპარაკების წარმართვა;
** მომწოდებლების ანალიზი, შესყიდული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების მიხედვით;
** მარაგების მონიტორინგი და მოთხოვნების პროგნოზირება დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით;
** ლოჯისტიკის ორგანიზება და კონტროლი, შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება და პროცესის გაუმჯობესების მიზნით ალტერნატიული მიდგომების ჩამოყალიბება;
** მომწოდებლების ბაზის ფორმირება და რეგულარულად განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების და სანტექნიკის პროდუქციის შესახებ ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამები (MS Office).

პიროვნული თვისებები:

** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე