|
დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თერმო ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.
შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შვებულებით სარგებლობას პირველივე თვიდან;
** კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული პლატფორმების მონიტორინგი და ონლაინ კომუნიკაციის მართვა;
** მარკეტინგის სააგენტოსთან კომუნიკაცია და კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** Pos მასალების, სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათებისა და სხვა მატერიალების დამზადება;
** სტამბასთან, რადიოსთან და სატელევიზო მაუწყებლობებთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** კრეატიული აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის სპეციალისტი."
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|