|
დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ენსო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.
ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებს, წყლის ფილტრაციას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას.
ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/
ვაცხადებთ ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ინდუსტრიული და კომერციული დანადგარების მართვის კარადების დაგეგმარება, აწყობასა და გამართვაში ტექნიკური სიზუსტითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
რა დაგევალებათ?
** ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების მანქანა-დანადგარების ელექტრო კარადების, მართვის ფარების პროექტირება და აწყობის ზედამხედველობა ;
** ელექტრო სქემების შექმნა
** ელექტრო კომპონენტების შერჩევა ტექნიკური პარამეტრებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად
** დამონტაჟების შემდგომი ტესტირება და გამართვა
** თანამშრომლობა პროექტის მენეჯერებთან და ტექნიკურ გუნდთან, სამუშაოების ეფექტურად დაგეგმვის მიზნით
სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:
** გაქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროინჟინერიის ან ტექნიკური მიმართულებით
** გაქვთ მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიული ელექტროსისტემების აწყობასა და დაგეგმარების სფეროში
** იცით ელექტრო სქემების შექმნა
** გაქვთ ელექტრიკოსის თანრიგი (სასურველია)
** იცით და იცავთ ელექტრო უსაფრთხოების სტანდარტებს
** გაქვთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** ფლობთ ინგლისური ან/და რუსულ ენას (სასურველია)
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4) .
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** საპარკინგე ადგილს;
** კორპორაციულ ნომერს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:
** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.
რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
|
|
|
|