Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=677110&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
Bata / Bambino / Scarpeira / Aw-Lab ბრენდები წარმოადგენენ თანამედროვე, სტილზე ორიენტირებულ ბრენდებს, სადაც ხარისხი და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
თუ გიყვარს მოდა, კომუნიკაცია და გინდა იყო აქტიური გუნდის ნაწილი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას ზემოაღნიშნულ ბრენდებში.

ლოკაცია: თბილისი მოლი, აისიარ ფეხსაცმელი.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ფიქსირებული 940 + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა და პრეზენტაცია;
** მომხმარებლის მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება და კონსულტაცია;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და ვიზუალური მერჩენდაიზინგი;
** სალაროსთან მუშაობა და შესაბამისი პროცედურების დაცვა;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

რას ვეძებთ შენში:

** კომუნიკაბელური, ენერგიული და ორგანიზებული პიროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილურ სამსახურს დინამიკურ და მეგობრულ გუნდში;
** მოტივაციურ ანაზღაურებას (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებზე დამყარებული);
** პროფესიულ განვითარებას მოდის სფეროში;
** სამუშაო გარემოს, სადაც შენი ენერგია და პოზიტივი დაფასდება.

როგორ უნდა შეიტანო განაცხადი:

შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSNNu4oaEAJOb2JB9GJd4EBD79U_UUMPqcqOzLTw37xfGAew/viewform?usp=publish-editor ან გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელფოსტაზე: jobs@icr.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია