|
დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
CLC Elevator
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"CLC Elevator" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2024 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავაკსიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!
ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
** ანგარიშვალდებულია: გაყიდვების ხელმძღვანელთან
** ლოკაცია: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 მდე
** სახელფასო ანაზღაურება: 1500₾ და ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების განხორციელება პოტენციურ კლიენტებთან;
** კომპანიის სერვისის ან პროდუქტის გაცნობა და ინტერესის გაღვივება;
** შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ კლიენტებთან;
** ბაზაში არსებული ლიდების დამუშავება და ახალი კლიენტების მოძიება;
** შემოსული ზარების და მოთხოვნების დამუშავება;
** შეხვედრის შემდეგ კლიენტთან კომუნიკაციის გაგრძელება საჭიროებისამებრ;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების მიწოდება ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
** MS office -ის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, არა სავალდებულო;
** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
CLC Elevator გთავაზობთ:
** მრავლისმომცველ ტრენინგ ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის ხარჯს სამსახურებრივ მარშრუტებზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
საკონტაქტო ელფოსტა: hrclcelevator@gmail.com
|
|
|
|