|
დასახელება:
დემი შეფი
|
| მომწოდებელი:
Sairme Bakery
|
|
გამოქვეყნდა: 24 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 24 ნოემბერი
|
"კურორტი საირმეს" საცხობების ქსელი "Sairme Bakery" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა : ქ.თბილისი, (გაფორმების ეკონომიკური ზონა)
სამუშაო გრაფიკი : 07:00 - 16:00 / 09:00 - 18:00. ცვლებში 5/2-ზე გრაფიკით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაეხმაროს შეფ დე პარტიეს ყოველდღიურ სამზარეულო პროცესებში;
** უზრუნველყოს კერძების ხარისხისა და პრეზენტაციის სტანდარტების დაცვა;
** დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები სამზარეულოში;
** მოამზადოს ინგრედიენტები და უზრუნველყოს პროდუქტის ეფექტური გამოყენება;
** იმუშაოს გუნდთან კოორდინაციით და შეასრულოს შეფის მითითებები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** HACCP სტანდარტების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტაცია.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge
"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|